საჰაერო განგაში იყო გაცხადებული ღამით უკრაინის არაერთ ოლქში. მიზეზი, რუსული ჯარების მიერ დრონების გაშვება იყო.
ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონი. დაშავდა 3 ადამიანი. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც, დაფიქსირდა 200-ზე მეტი აფეთქება.
უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქში 3 დასახლების მიმართულებით დაწინაურდნენ. მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ძალების კონცენტრაციას ანდრიივკას მიმართულებით აძლიერებს.
აფეთქებების ხმა ისმოდა გასულ ღამით რუსეთშიც. უკრაინულმა დრონებმა ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს, გაჩნდა ხანძარი. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სწორედ ვოლგოგრადში მდებარეობს რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია, "ლუკოილის" ერთ-ერთი საწარმო.