საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველი გუნდი მსგავსი ქმედებებით დაპირისპირებას უწყობს ხელს.
"ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შეთავაზების არანაირი უნარი არ აქვთ მათ ხალხისთვის და მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებისა და ყალბი ილუზიების შექმნის სურვილი აქვთ," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით კი, ნებისმიერი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეიქმნება, არ იქნება ლეგიტიმური.
ცნობისთვის, ხვალ, ბიუროს სხდომაზე, "ქართული ოცნება" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. სამუშაო ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და დასკვნა მოამზადოს. საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.