რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სოციალური პროექტის ფარგლებში, "უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად" - ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეექვსე წიგნის "იესო ნავეს ძე" და 2025 წლის ინტერ რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები, მათ საჩუქრად წიგნი და კალენდარი გადაეცათ.