სამხრეთ აფრიკაში, "კრუგერის ნაციონალურ პარკში" საფარის დროს სპილომ ტურისტი გათელა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პარკის წარმომადგენლების შეფასებით, ტურისტის დაღუპვა "ტრაგიკულ უბედური შემთხვევა" იყო.
"სპილო ტურისტს თავს მდინარე "ნიანგის" მახლობლად, "მალელენის კარიბჭესთან" დაესხა თავს და გადათელა, რის შედეგადაც ის დაიღუპა", - აღნიშნულია სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკების განცხადებაში.
ხელისუფლება ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს და ტურისტის გარდაცვალების გარემოებებს იძებს.
"ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ ინციდენტის ან მსხვერპლის ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებისგან", - აცხადებენ ოფიციალური პირები.
შემთხვევის შედეგად დაღუპული ტურისტის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას ჯერ არ გაუვრცელებია.