"რეალური მიზეზი, იცით, რომ მხოლოდ ეს ორი კანონი არ არის, რეალური მიზეზი არის აქ მეორე ფრონტის არგახსნა და დასჯა იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა", - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, მსგავსი სანქციები უკავშირდება ერთადერთ რამეს - ქვეყანამ საკუთარი პირობები დათმოს.
"ევროკავშირმა ვერ მოახერხა სხვა სანქციების შეთანხმება, რადგან ეს 27-ვე სახელმწიფოს გადაწყვეტილებასა და თანხმობას მოითხოვდა. თუმცა, მოხერხდა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რადგან იქ იცით, რომ საჭირო არ არის კვალიფიციური უმრავლესობა, რომ დავესაჯეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რომ ჩვენ გავბედეთ და მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და ალბათ ყველაზე რთული მათთვის იყო ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. იგივე კანონმდებლობა, იცით, რომ მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვა ქვეყნებიც აპირებენ, რომ იგივე გააკეთონ. ამის გამო სჯიან ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც ყველაფერი მივიღეთ. რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი ასეთი ზეწოლა, სანქცია, მუქარა, ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს უკავშირდება - შანტაჟს, რომ როგორმე ჩვენ დავთმოთ ჩვენი პირობები, ჩვენი პოლიტიკა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რასაც ბუნებრივია არ გავაკეთებთ. თუმცა, რეალური მიზეზი, იცით, რომ მხოლოდ ეს ორი კანონი არ არის, რეალური მიზეზი არის აქ მეორე ფრონტის არგახსნა და დასჯა იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა და სტაბილურობა", - აცხადებს ლადო ბოჟაძე.