21 ივნისი 2026,   18:27
ვრცლად
თურქეთში 4 სართულიანი შენობა ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონაში 4 სართულიანი შენობა სრულად დაინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შენობის ნანგრევების ქვეშ 5 ადამიანი იყო მოყოლილი და მაშველებმა, რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შენობის მზიდი კოლონები მონგრეული იყო, რამაც შენობის სრულად დაშლა გამოიწვია. შენობაში თევზის რესტორანი იყო მოწყობილი.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის, რესტორნის და შენობის მფლობელებიც არიან.

დღის ამბები