23 აგვისტო 2026,   03:24
ვრცლად
"ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027" - საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ, ევროკომისიას დოკუმენტი წარუდგინა

საქართველომ დაგეგმილ ვადაში უკვე მეორედ, ევროკომისიას წარუდგინა "ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027". დოკუმენტი, ევროკომისიის მეთოდოლოგიის თანახმად, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან ჩარჩოს წარმოადგენს.

დოკუმენტში ასახულია 2024 წლის 14 მაისს, ევროკომისიის მიერ მიღებული ერთობლივი დასკვნების ფარგლებში, კანდიდატი ქვეყნებისათვის გაცემული რეკომენდაციების პროგრესი.

პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-28 წლების ძირითადი მონაცემების დოკუმენტის საფუძველზე, სტრუქტურული რეფორმების ნაწილში კი "ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად. 

დღის ამბები