21 ივნისი 2026,   18:46
ვრცლად
"დონალდ ტრამპი მართალია - ევროპა არ ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე" - NATO-ს გენმდივანი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი მართალია, როცა ამბობს, რომ ევროპა არ ხარჯავს საკმარის თანხას თავდაცვაზე.

"ვფიქრობ, დონალდ ტრამპი მართალია, რომ ჩვენ არასაკმარისს ვხარჯავთ. ჩვენ უნდა მივხედოთ ინდუსტრიის ბაზას. ერთია, რასაც ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია აწარმოებს და, სხვათა შორის, საკმარისად არ ვაწარმოებთ, მეორე - ინოვაციები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ნელი ვართ. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავააქტიუროთ", - განაცხადა მარკ რუტემ დავოსის ფორუმზე.

დღის ამბები