საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობას ვაკის რაიონში. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ჭავჭავაძის 11 ნომერში მცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის საფარის განახლების პროექტის დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს გაეცნენ.
საგზაო ინფრასტრუქტურა, დაახლოებით, 2000 კვ. მეტრზე მოეწყო, ამჟამად იგება ასფალტი. მანამდე კი, ტერიტორიაზე წყალარინების შიდა ქსელი მოწესრიგდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 581 000 ლარს შეადგენს.