პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.
გიორგი გახარიას გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს, "შერატონ ბათუმში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.