ტრამპმა უკრაინაში ომის 100 დღეში დასრულების განკარგულება გასცა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მითითება ამერიკისა და რუსეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კით კელოგმა მიიღო. "არავის სჯერა, რომ კელოგი ამას მოახერხებს", - წერენ სტატიის ავტორები.
პროცესს ტრამპი პირადად გააკონტროლებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ პუტინთან გარიგება ბევრად რთული იქნება, ვიდრე ეს ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს წარმოედგინა, როცა აცხადებდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა.