28 აგვისტო 2026,   08:33
ვრცლად
სავარაუდოდ, ჩვენ კიდევ ერთი ნაწილი გველოდება იმ საგის თუ როგორ იცავს თავგამოდებით საკუთარ აქტივებს ივანიშვილი - ბექა ლილუაშვილი

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს Julius Bear სასამართლოში უჩივის. განცხადება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ სამართლებრივი დავა ეხება ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

განცხადებაში წერია, რომ Julius Bear მათი საბანკო ანგარიშები ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა. განცხადებაში ხაზგასმულია სხვადასხვა საკითხი, რაც ბიძინა ივანიშვილს უქმნის წინაპირობას, ჩათვალოს, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ "გველოდება კიდევ ერთი ნაწილი იმ საგის, თუ როგორ იცავს საკუთარ აქტივებს თავგამოდებით ბიძინა ივანიშვილი".

"სავარაუდოდ, ჩვენ კიდევ ერთი ნაწილი გველოდება იმ საგის თუ როგორ იცავს თავგამოდებით საკუთარ აქტივებს ივანიშვილი. თუ რაიმე კერძო დავა აქვს ამ ადამიანს, სახელმწიფო ინსტიტუტებს თავი დაანებოს და თავის დავას კერძოდ მიხედოს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები