31 აგვისტო 2026,   17:58
ვრცლად
"არაერთი განცხადება მოგვისმენია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ტრამპს ოლიგარქს, ჯამბაზს უწოდებდნენ " - კახა კალაძე

მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობენ. თბილისის მერი, კახა კალაძე იხსენებს, როგორ აკრიტიკებდა ოპოზიცია ტრამპს წინა არჩევნების დროს და როგორ მოიხსენიებდნენ მას რუსეთის ინტერესების გამტარებლად.

"ოპოზიცია არის დანგრეული, განადგურებული, გაფარჩაკებული. არაერთი განცხადება მოგვისმენია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ტრამპს ოლიგარქს, ჯამბაზს უწოდებდნენ - ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც არსებობს.

ფარისევლები არიან, მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, უბრალოდ თავიანთი პატრონები ჰყავთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები