ამერიკელი კინორეჟისორი, დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლინჩმა კარიერა დაიწყო, როგორც ანიმაციური ფილმის მხატვარმა. მისმა ფილმმა "ადამიანი-სპილო" 1980 წელს "ოსკარის" რვა ნომინაცია მოიპოვა.
ლინჩი ცნობილია სიურრეალისტური ფილმებით. მუშაობდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალზეც, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია მარკ ფროსტთან ერთად შექმნილი "ტვინ პიქსი". ის არის კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმისა" და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო "ოქროს ლომის" გამარჯვებული.
2019 წელს დევიდ ლინჩს მიენიჭა "ოსკარი" კინემატოგრაფიაში გამორჩეული მიღწევებისთვის.