22 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
აგროსკოლაში სასწავლო კურსი დასრულდა

აგროსკოლაში სასწავლო კურსი დასრულებულია. საუბარია მეცხრე-მეთერთმეტე კლასელებისთვის ჩატარებულ გაკვეთილებზე, რომელიც აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და დეფიციტური აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

შემაჯამებელ შეხვედრაზე აგროსკოლის კურსდამთავრებულებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.

დღის ამბები