25 აგვისტო 2026,   18:22
ვრცლად
"ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველსა და ღირსეულ პოლიციელს - ირაკლი დგებუაძეს" - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სამართალდამცველ ირაკლი დგებუაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, თითოეული სამართალდამცველი ღირსეულად ემსახურება ქვეყანასა და საკუთარ ხალხს.

"ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველსა და ღირსეულ პოლიციელს - ირაკლი დგებუაძეს.

ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ, თავის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.

მადლობა ყველა პოლიციელს, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანასა და ხალხს", - აღნიშნულია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები