დღეიდან რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთში, პირველ ღონისძიებას მესტიამ უმასპინძლა. მთავარი მოედანზე მორთულია ნაძვის ხე, არის საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები. მესტიაში, საზეიმო ღონისძიება ჯგუფმა "რეგიონმა" გახსნა. ახალი წლის ღონისძიებების მასპინძელია ქუთაისიც, მთავარ მოედანზე საშობაო ბაზრობა მოეწყო. აქვეა გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიებების მასპინძელია გურია. ლანჩხუთსა და ოზურგეთში ცენტრალურ მოედნებზე წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადღესასწაულო გარემო შექმნილია როგორც პატარებისთვის, ისე - ყველა ასაკის სტუმრისთვის. ცოცხალი მუსიკით და ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ღონისძიებებით, ახალი წლის პერიოდი სრულად დატვირთული იქნება.
მრავალფეროვანი პროგრამებით ხვდება ახალ წელს ნინოწმინდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც გაიმართა არაერთი საახალწლო აქტივობა. ადგილზე განთავსებულია საახალწლო სახლები, სტენდები ფოტოგადაღებისთვის და ინსტალაციები. ნინოწმინდაში მოეწყო მოსიარულე ორკესტრისა და საპნის ბუშტების შოუ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "ახალი წლის დღეები" წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.