22 ივნისი 2026,   21:28
ვრცლად
ევროკავშირის ომბუდსმენი ევროკომისიის ხელმძღვანელობაში არსებულ “მაფიის მსგავს კულტურაზე” საუბრობს

ევროკავშირის ომბუდსმენმა აღწერა მაფიის კულტურა ევროკომისიის სათავეში და აღნიშნულში მისი პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაადანაშაულა.

ემილი ო"რეილი, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დამკვირვებელი იყო, POLITICO-ს EU Confidential პოდკასტს განუცხადა, რომ კომისიის გამჭვირვალობა დროთა განმავლობაში გაუარესდა.

ო"რეილიმ, რომელიც თანამდებობას თებერვალში ტოვებს, თქვა, რომ 11 წლის განმავლობაში იგი არასოდეს შეხვედრია ფონ დერ ლაიენს და "არასდროს გრძნობდა თავს მშვიდად" იმ "ძლიერ მრჩეველთან", რომელიც კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში ზის.

“მაფიოზური კულტურა ყოველთვის ზემოდან მოდის“, – თქვა ო’რეილიმ, რაც გულისხმობს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამჭვირვალობის ნაკლებობას. მან დასძინა, რომ თუ ინფორმაცია "პოლიტიკური მიზეზების გამო იკრძალება და კულტურა ზემოდან მოდის - მაშინ, ალბათ, პრეზიდენტი [ფონ დერ ლეიენი] და მისი კაბინეტია, ვინც კულტურას ადგენს".

მან ყურადღება გაამახვილა კომისიის თავშეკავებულობაზე, როდესაც საქმე ეხება დოკუმენტების გადაცემას და თქვა, რომ ეს ტენდენცია "შემაშფოთებელია".

დღის ამბები