28 აგვისტო 2026,   05:58
ვრცლად
"ოპოზიციას მსჯელობის დონეზეც კი არ სურთ იმის დაშვება, რომ ევროპული მხარის ინიციატივით შესაძლებელია კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები" - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილი განცხადებით, ოპოზიციის დღის წესრიგი, რეალურად დესტრუქციით და ძალადობით არის სავსე და მათ არ სურთ მსჯელობის დონეზეც კი იმის დაშვება, რომ ევროპული მხარის ინიციატივით შესაძლებელია კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები.

მათიკაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა იმ ლეგიტიმაციას, რომელიც 1 120 000-მა ადამიანმა მისცა და ამის გააზრება უპირველესად საჭიროა ყველა მონაწილე მხარის მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდანაც.

"ოპოზიციის დღის წესრიგი, რეალურად დესტრუქციით და ძალადობით არის სავსე. მათ არ სურთ მსჯელობის დონეზეც კი იმის დაშვება, რომ ევროპული მხარის ინიციატივით შესაძლებელია კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ საკუთარი ქმედებები. მე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, რადგანაც ხელისუფლების ქმედებები და ხელისუფლების კარგი ყოველთვის გახსნილია. ის არის სამართლიანი და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეა და მის შედეგებზეა დამყარებული. საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა იმ ლეგიტიმაციას, რომელიც 1 120 000-მა ადამიანმა მისცა. ამის გააზრება და აღქმა უპირველესად საჭიროა ყველა მონაწილე მხარის მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდანაც", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები