12 აგვისტო 2026,   08:32
ვრცლად
უამინდობა ბათუმში - დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესებიც

უამინდობაა ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესებიც. მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის, ასევე გონიოს სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები.

დღის ამბები