28 აგვისტო 2026,   01:34
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევნები პროტესტის ფონზე ჩატარდა - დემონსტრანტები კვლავ ქუჩაში რჩებიან, მათ მსვლელობით დედებისა და გარემოსდამცველთა მარშები შეუერთდნენ

პრეზიდენტის არჩევნები პროტესტის ფონზე ჩატარდა - დემონსტრანტები კვლავ ქუჩაში რჩებიან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან მივიდნენ. პროტესტი მოქალაქეებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა.

რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ჭიჭინაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები, რომლებსაც დილიდან აქვთ კორდონი გაკეთებული როგორც ჭიჭინაძეზე, ასევე 9 აპრილის ქუჩაზე.

"დედების მარშის" მონაწილეები აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს მსვლელობით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს დღეს მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა და ის პროცესები, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობდა - ჰქონდათ მოტანილი ტრანსპარანტები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, და ასევე - საფეხბურთო ბურთები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცესები იყო არალეგიტიმური, ვინაიდან მთლიანად 2024 წლის არჩევნების შედეგები მათთვის არასანდოა, ხოლო შედეგები - სადაო. დემონსტრანტები მე-11 მოწვევის პარლამენტს უნდობლობას უცხადებენ და სწორედ პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები. მთავარ მოთხოვნას მოგვიანებით კიდევ ერთი დაემატა - იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს დააკავეს.

დღის ამბები