23 ივნისი 2026,   10:43
ვრცლად
იორდანიაში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 პირი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც

იორდანიაში, ამანში კერძო მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ექვსი პირი დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხანძარი თავშესაფრის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც 111 ადამიანი ცხოვრობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სასუნთქი გზების დაზიანებებითა და დამწვრობით 66 დაშავებული პაციენტი მიიღეს. ამასთან, სახელმწიფო საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში 11 ადამიანი მოათავსეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ დარჩენილი მაცხოვრებლის ევაკუაცია მოახდინა და ისინი სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსა.

დღის ამბები