მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში", არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც ის ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.