22 ივნისი 2026,   23:15
ვრცლად
სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა

სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა. ინფორმაცია მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მუჰამად ღაზი ალ-ჯალალიმ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.

სირიელმა მეამბოხეებმა მასთან მოლაპარაკებები გამართეს. სირიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ოპოზიციის ლიდერს დაევალა. სირიელმა მეამბოხეებმა სირიის უდიდესი ქალაქები დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დამასკში შევიდნენ, რასაც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობა მოჰყვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში არიან, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.

დღის ამბები