28 აგვისტო 2026,   02:18
ვრცლად
დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს მოუგო სასამართლო დავა, რის შედეგადაც მედიასაშუალებამ თავისი პლატფორმებიდან წაშალა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მას "ქოლცენტრების სქემასთან" აკავშირებდა

დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს მოუგო სასამართლო დავა, რის შედეგადაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ თავისი პლატფორმებიდან წაშალა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მას "ქოლცენტრების სქემასთან" აკავშირებდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ამით დასრულდა თითქმის ორწლიანი სასამართლო პროცესი, რომლითაც, მისივე სიტყვებით, "ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას".

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად კეზერაშვილი იყო დასახელებული.

"მისტერ ოფშორი" - ასე იყო ფილმში ის მოხსენიებული. დღეს BBC-ის პლატფორმებზე ჟურნალისტური გამოძიება ხელმისაწვდომი აღარ არის.

დღის ამბები