22 ივნისი 2026,   21:31
ვრცლად
იტალიაში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია 9 პირი, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქება იტალიური ენერგეტიკული კომპანია ENI.MI-ის საცავთან მოხდა.

"მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ტოსკანა გააერთიანა", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, ეუჯენიო ჯანიმ.

აფეთქების ზუსტი ადგილმდებარეობა ქალაქი კალენცანოა - ტოსკანას დედაქალაქი. შემთხვევა მოხდა ობიექტზე, სადაც სატვირთო ავტომობილები საწვავით იტვირთება.

დღის ამბები