ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ალ-მავასში "ცახალის" იერიშს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, დაჭრილია ათეულობით პირი, შეტევა ჰუმანიტარულ ბანაკზე განხორციელდა.
ისრაელი სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს ლიბანშიც. ქვეყნის სამხრეთით, მაჟ-დალ-ზუნის რაიონში "ცახალის" სამიზნე ტერორისტული ორგანიზაცია "ჰესბოლას" საცეცხლე პოზიცია გახდა.