22 ივნისი 2026,   23:14
ვრცლად
სირიაში გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ფოტოგრაფი დაიღუპა

სირიაში, გერმანული საინფორმაციო სააგენტოს, DPA-ის ფოტოგრაფი ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეროვნებით სირიელი ფოტოგრაფი, ჰამას რეგიონის ერთ-ერთ სოფელში დაიღუპა, სადაც ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის მეამბოხე დაჯგუფებას შორის სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობს.

Deutsche Presse-Agentur-ის ცნობით, მათი ფოტოგრაფი ანას ალჰარბუტლი მაშინ მოკლეს, "როცა თან ახლდა და აშუქებდა Revel ალიანსის პრომოუშენს", სტატიაში, რომელიც მის ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

ადგილობრივი ჟურნალისტმა, რომელიც შემთხვევას შეესწრო, CNN-ს განუცხადა, რომ 32 წლის ფოტორეპორტიორი ავიაიერიშის დროს ქალაქ მორეკის მახლობლად, ჰამას ჩრდილოეთით, 27 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

ჰამას ჩრდილოეთით მდებარე სოფლები, ამჟამად, სამთავრობო ძალებსა და მეამბოხე კოალიციას შორის მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების ადგილია.

დღის ამბები