28 აგვისტო 2026,   01:24
ვრცლად
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიას სპეცტექნიკა ტოვებს - საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე ისევ რჩება

თავისუფლებს მოედნის მიმდებარე ტერიტორიას სპეცდანიშნულების ტექნიკა ტოვებს - ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სამი წყლის ჭავლის მანქანა.

დღეს, საპროტესტო აქციაზე წყლის ჭავლის მანქანები არ გამოუყენებიათ.

ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულები იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ასევე სამართალდამცავები, თუმცა რამდენიმე საათის წინ სპეცრაზმა თავისუფლების მოედანი დატოვა და იქ ამ დრომდე მხოლოდ სამართალდამცავები რჩებიან. 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

დღის ამბები