სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო
29-11-2024 05:14
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.
ადგილზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი. პოლიცია აქციის რამდენიმე მონაწილეს აკავებს. არის ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის.