13 აგვისტო 2026,   13:26
ვრცლად
ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა

ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. 40-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ სხვადასხვა სფეროში ვაკანსიები წარმოადგინა.

ღონისძიებაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა, სამუშაოს 200-ზე მეტმა მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წელს დასაქმების ფორუმი უკვე მეშვიდედ ჩატარდა.

დღის ამბები