შუქრუთის მოსახლეობის ერთი ჯგუფი პარლამენტთან აქციას განაგრძობს და კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან" საკომპენსაციო თანხების ჩარიცხვას უარყოფს.
აქციის რამდენიმე მონაწილე აცხადებს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით მემორანდუმით გათვალისწინებული თანხები არ მიუღიათ.
თავის მხრივ, კომპანიამ გაასაჯაროვა დოკუმენტაცია და გადარიცხვის ქვითრები, სადაც ჩანს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პირად ანგარიშზე კომპენსაციის სახით ათი ათასობით ლარი აქვთ ჩარიცხული.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ დოკუმენტები გაყალბებულია და ადამიანებს, რეალურად, მიზერული თანხები აქვთ აღებული.
"დოკუმენტები არის გაყალბებული. მიზერული თანხებია აღებული - 10 000 ლარი, 5 000 ლარი და ა.შ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.