პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები გუშინ, დღის ბოლოს, ვეტერანებს შეხვდნენ. კიკვიძის ბაღში შეკრებილებს მათ კოალიციის პროგრამა გააცნეს.
"გვქონდა ჩვენი ხედვისა და გეგმის წარდგენა ვეტერანებთან დაკავშირებით, თუ რას ვაპირებთ, იმისთვის, რომ ვეტერანებმა თავი იგრძნონ სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან დაფასებულებად,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.