კომპანია, "ეჯიან ბლუ", ეგეოსის ავიახაზების პარტნიორი საქართველოში, ზამთრის სეზონზე რეისების რაოდენობას ზრდის.
განსაკუთრებული სიახლე დღის რეისებია, რომელიც 19 ოქტომბრიდან ყოველ შაბათს განხორციელდება. კომპანია მოქალაქეებს სთავაზობს დაბალფასიან ბილეთებსა და ტრანზიტული ნაკადის მობილურობის ზრდას ათენის საერთაშორისო აეროპორტის გავლით.
ავიაკომპანია 2010 წლიდან "სტარ ალიანსის" წევრია. რეისებს 190 მიმართულებით ასრულებს და მე-12 -ე წელია ევროპის საუკეთესო რეგიონული კომპანიის ტიტულს ინარჩუნებს. ავიაკომპანიას, რომელიც 25 წლის წინ თეოდოროს ვასილაკისმა დააარსა, წელს იუბილე აქვს.