გერმანიაში, მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა დანით სამი ადამიანი მოკლა, რამდენიმე პირი მძიმედ არის დაშავებული.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.
მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.
ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. მომხდარის შემდეგ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ინიციატივით გამოდის - ქვეყანაში ცივი იარაღის ტარების შეზღუდვის ზომები გამკაცრდეს.