23 ივნისი 2026,   18:23
ვრცლად
როცა ერთმანეთი არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდები, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის - ირაკლი კობახიძე

"რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ადამიანებს თავად არ სურთ ერთმანეთი და ბუნებრივია, რომ ისინი არც საზოგადოებას სჭირდება.

"ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდა და უნდათ, რომ მოუნდეთ ისინი საზოგადოებას. ეს წარმოუდგენელია, როცა ერთმანეთი არ გინდათ საზოგადოებას ვერ მოუდნები. ეს არის მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020, 2021 წლის არჩევნებზე, და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც ძალიან კარგია.

ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, შესაბამისად რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მით უკეთესი ქართლი დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები