23 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ - მომსახურების სააგენტო

"მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ" - ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, იმ კანდიდატებს, რომელთა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის თარიღი ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებს ემთხვევა, საგამოცდო დროის შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ.

"გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.

ამისათვის აუცილებელია მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] გამოაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები