23 ივნისი 2026,   19:50
ვრცლად
ხანძარი როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე - დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა

როსტოვის ოლქში მდებარე სანავთობო ბაზაზე ცეცხლის ჩაქრობას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ. ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ინფორმაციას  რუსული მედია ავრცელებს.

ცეცხლი ნავთობობიექტზე 18 აგვისტოს დრონით იერიშის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ყველა დაშავებული სახანძრო სამსახურის თანამშრომელია. მათგან 15 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

სულ რამდენი რეზერვუარი იწვის როსტოვში მდებარე ბაზაზე, ოფიციალურად ცნობილი არ არის. 

დღის ამბები