აშშ-ის სენატორი კარდინი "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს.
"საქართველოს მმართველმა პარტიამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ+ უფლებების შეზღუდვას, ეს პაკეტი შეკრების თავისუფლების უფლებას დაარღვევს" - ამის შესახებ ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს.
"მსგავსი კანონის მიღება დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს," - წერს კარდინი X-ზე.