05 სექტემბერი 2026,   07:05
ვრცლად
გლდანში, სავაჭრო ცენტრ "მარიამში" ხანძარია

გლდანში, სავაჭრო ცენტრ "მარიამში" ხანძარია. ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია 112-ში არ შესულა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"რუსთავი 2" სხვა დეტალებს ამ წუთებში არკვევს.

დღის ამბები