კურორტ გომისმთიდან მომავალი ავტომობილი ხრამში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთვი 2-ს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.