10 სექტემბერი 2026,   00:34
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე მარტა კოსის განცხადებაზე: ეს ფაქტობრივად ნიშნავს აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მასთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობის აკრძალვას

კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ - განცხადება გაფართოების საკითხებში კომისარმა გააკეთა.

მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში გამოჩნდნენ "მოწინააღმდეგეები", ევროკავშირმა კი არ უნდა დაუშვას, რომ მომავალი წევრები ევროკავშირის ინტერესების საპირისპირო მხარის იდეოლოგიაზე გახდნენ დამოკიდებული.

კოსი ირწმუნება, რომ ტრამპის ორგანიზაცია ცდილობს ევროპელები დაარწმუნონ, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ევროპაში ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკომისრის განცხადება სკანდალურია და კანდიდატი ქვეყნებისთვის აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს.

"ეს ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობის აკრძალვას. იმიტომ, რომ მარტა კოსის ფილოსოფია სწორედ მომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციიდან და სწორედ ამ ფილოსოფიით და სწორედ ამ წინასაარჩევნო სლოგანით მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში. ეს ძალიან სკანდალური განცხადებაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნიშნავს კანდიდატი ქვეყნებისთვის ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

დღის ამბები