დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აცხადებენ, რომ მათზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ჰაკერულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე შიდა კომუნიკაციებია.
განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სააგენტო "პოლიტიკომ" დაწერა, რომ ივლისში ანონიმური წყაროსგან მიიღეს ელექტრონული წერილები, რომლებშიც ავთენტური დოკუმენტები იყო ატვირთული ტრამპის კამპანიის შიდა საქმიანობასთან დაკავშირებით. დოკუმენტები, მათ შორის, მოიცავდა ანგარიშს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსის "პოტენციური მოწყვლადობის" შესახებ.