23 ივნისი 2026,   19:48
ვრცლად
ბრაზილიაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა - ავიაკატასტროფის დეტალები, რომელსაც 61 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ სან-პაულოს შტატის გუბერნატორმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ბრაზილიის შტატ სან პაულოში, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 61-ვე ადამიანი დაიღუპა.

ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელიც  2010 წელს აშენდა, კარგ მდგომარეობაში იყო.

ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხი წევრი იყო სათანადოდ ლიცენზირებული, რომლებსაც მოქმედი კვალიფიკაცია ჰქონდათ.

თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში დაეშვა, მაგრამ ადგილზე არავინ დაშავებულა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი სახლი დაზიანდა.

 

დღის ამბები