პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები მუხროვანის ბაზაზე დასრულდა. სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
მუხროვანის ბაზაზე გაიმართა საჩვენებელი სწავლებაც. იმიტირებული სცენარის მიხედვით, შესრულდა ობიექტის დაცვის უზრუნველყოფის ამოცანები.