09 სექტემბერი 2026,   13:31
ვრცლად
ოთარ შამუგია მეფუტკრეებს შეხვდა, რომლებსაც ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სოფელ წყრუთში, მეფუტკრეებს შეხვდა, რომლებსაც ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

მეფუტკრეებს სკების ღირებულების 50% დაუფინანსდებათ - 70 ლარამდე თანხა სკაზე, 5000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბიზნესოპერატორს უნდა ჰყავდეს ფუტკრის არანაკლებ 10 ოჯახი.

მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეები შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას.

"მეფუტკრეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა, საშუალებას იძლევა ჩვენმა ფერმერებმა გააფართოონ საფუტკრე მეურნეობა და გაზარდონ თაფლის წარმოება. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ, როგორც საკუთარი სკების განახლებას, ასევე ახლის შეძენას. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფერმერების ხელშემწყობი არაერთი ღონისძიება გავატარეთ, 200-ზე მეტი კოოპერატივი დავაფინანსეთ სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენის, ასევე სკების განახლების მიმართულებით. გავაძლიერეთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ გამოვიყენოთ და ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია და ფერმერებს მხარი დავუჭიროთ ხარისხიანი და მეტი პროდუქციის წარმოებაში," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები