"დღემდე ბრიუსელის არც ერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს, დღემდე საჯაროდ, არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა გაიხსემა ფაქტი, როდესაც ბრიუსელის პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, მხარდაჭერა გამოუცხადა საჯაროდ, 4 ოქტომბერს, წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას.
"ეს ადამიანები ბარიკადებზე, მათ შორის, ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. გახსოვთ თქვენ, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა, როდესაც ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მხარდაჭერა გამოუცხადა საჯაროდ, 4 ოქტომბერს წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას. ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა. ამით, რა თქმა უნდა, ეს იყო ვირტუალური მწვანე შუქი მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ბრიუსელის არც ერთ წარმომადგენელს, არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს, დღემდე საჯაროდ, არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამის შედეგად ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, ადამიანები მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ წააქეზეს და აიყვანეს ბარიკადებზე და შემდეგ მიატოვეს ისინი ციხეში.
სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დღეს ის დარჩენილი დაახლოებით, 70 ადამიანი, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ის, რომ ჯობია ენდოს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე უცხო სახელმწიფოს. სწორედ შიდა და გარე, მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან ისინი, ვინც დღეს პატიმრობაში რჩება. მათ შორის, მზია ამაღლობელზე როდესაც ვსაუბრობთ, დააკვირდით ერთ რამეს, მსოფლიოში აღარავინ არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო. ის, რომ დანაშაული ჩაიდინა, ეს არის ფაქტი. შეხედეთ ყველა განცხადებას, დააკვირდით ამ განცხადებებს, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება, მათ შორის ევროკავშირის თუ სხვა ინსტიტუციების მხრიდან, როდესაც საუბარი აღარ არის არსად, რომ დანაშაული არ ჩაიდინა, საუბარია სასჯელი რამდენად პროპორციული და მკაცრი იყო. აღარავინ აღარ ამბობს, რომ უდანაშაულოა. ამას შიგნით ყოველთვის ამბობდნენ, მაგრამ ახლა მოუწიათ ამის გარეთ აღიარება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.