09 სექტემბერი 2026,   13:08
ვრცლად
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც" პარტნიორად ჰყავდეს ეს გირჩი, ჩვენ მაგრად გვაწყობს" - თენგიზ თევზაძე

დაპირისპირების მორიგი სერია ოპოზიციაში და 40 მილიონიანი გარიგებების ირგვლივ ატეხილი სკანდალი. "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი" ერთმანეთს ამორალურ ქცევასა და საზოგადოების მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

ნიკა გვარამია ოპონენტებს პროტესტის დისკრედიტაციისთვის ფულის აღებას აბრალებს. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და "გირჩს" პარტნიორობაში წარმატებებს უსურვებს. 

"დააზუსტონ ხოლმე რა. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს ორმოც მილიონ დოლარს. ესენი ["გირჩი"] არ ამბობენ რამდენია, დოლარშია თუ რა ვალუტაშია და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც" პარტნიორად ჰყავდეს ეს გირჩი. 

ჩვენ მაგრად გვაწყობს, პირდაპირ გეტყვით, მათ თანამშრომლობას ხელს არ შევუშლით. მიაწექით, იაგო ხვიჩია დანიშნეთ შტაბის უფროსად და აბა თქვენ იცით, სიაში ოთხი ადგილი დაუთმეთ იაგო ხვიჩიას", - აცხადებს თენგიზ თევზაძე. 

დღის ამბები