09 სექტემბერი 2026,   13:13
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია, აქვს დამტკიცებული ერთ რამ, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი მიიღება უპირველესად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე

"ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ამ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია, აქვს დამტკიცებული ერთ რამ, რომ ყველა პოლიტიკური ნაბიჯი მიიღება უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და განსჯის, ანალიზის და რაციონალური გადაწყვეტილებების საფუძველზე", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის სტანდარტი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. 

"სწორედ ეს არის მთავარი სტანდარტი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა და რაც მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერით, თავისი დახმარებით თუ რჩევით, ამას უზრუნველყოფს. ამიტომ, ეს არის სწორედ შედეგი, მათ შორის, 2022 წელს ის, რომ საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ წინასწარვე კარგად ხედავს საკითხებს, ის, რაც შემდეგ გახდა ნათელი ბევრისთვის, ეს ნათელი იყო თავიდანვე პოლიტიკური გუნდისთვის და შესაბამისად, ყველა მისი წევრი ვირტუალური ომის ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები