09 სექტემბერი 2026,   13:13
ვრცლად
"ახლა უკვე ციხის საკნიდან მიგვახვედრა, რომ ლაზარე ჯორბენაძე, თუნდაც ამ სავალალოდ გაჟღერებული სიმართლის გამო შეიძლება მოეკლათ" - ლაშა ნადარეიშვილი

გაზეთ "ასავალ-დასავალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ გამოცემის მხრიდან ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული სტატიები და ახალი განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ მონაწილეობს "ასავალ-დასავალი" ყოფილ პრემიერთან ერთად დეზინფორმაციულ კამპანიაში.

"ციხეში გამოკეტილმა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლამის ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები, როგორც უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის. ახლა უკვე ციხის საკნიდან მიგვახვედრა, რომ ლაზარე ჯორბენაძე, თუნდაც ამ სავალალოდ გაჟღერებული სიმართლის გამო შეიძლება მოეკლათ," - წერს ლაშა ნადარეიშვილი.

დღის ამბები